Skip to main content

ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ძვირფასი ქვების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. ბრილიანტების ხარისხი განისაზღვრება GIA სისტემით:

ძირითადი პარამეტრებია:

ქვის ფერი, სისუფთავე, ჭრა, სიმეტრია, სიპრიალე, ფლუორესცენცია და წონა (კარატი).

"პრიმა ბრილიანტის, კარგი ბრილიანტის ან სუპერ ბრილიანტის" ცნებებს არ აქვთ მკაფიო განმარტება და ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს ეს.

მომხმარებლები ხშირად სვამენ კითხვებს: „რატომ ბრწყინავს ერთი ქვა, ერთი და იგივე მახასიათებლების გათვალისწინებით, მეორე კი არა?

ნამდვილად, არაპროფესიონალისთვის შეიძლება საკმაოდ რთული იყოს ნიუანსების გაგება და ამით სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი გამყიდველები.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პარამეტრებისა, რომლებიც მითითებულია სერთიფიკატში, არსებობს დამატებითი პარამეტრები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბრილიანტის ბზინვარებასა და ბრწყინვალებაზე

- დაბურულობა (ზოგჯერ ხდება, რომ ბრილიანტი პირველი D ფერის, ჩანართებისგან სრულიად თავისუფალი F - Flawless, მაგრამ აქვს დაბურულობა. ასეთი ბრილიანტები არ ბრწყინავენ და აქვთ უფრო მქრქალი ზედაპირი. ამის შესახებ GIA სერთიფიკატშიც კი არაა მითითებული. 

- ჩრდილი - ავიღოთ მაგალითად  GIA პარამეტრების მიხედვით იდეალური, მაგრამ მწვანე ან ყავისფერი ნახრვარტონით, ბრილიანტი - თქვენ ვერ მიხვდებით, რა სჭირს ქვას, მაგრამ გარკვეული კუთხით განათებისას ის აირეკლავს შესაბამისი შუქჩრდილით.

- ჩანართების ტიპი და მდებარეობა - თუ ჩანართი მდებარეობს ცენტრში, მას ექნება უფრო დიდი გავლენა მახასიათებლებზე, ვიდრე ქვის განაპირა მხარეს განლაგებულ ჩანართებს , ასევე მნიშვნელოვანია ამ ჩანართების სიღრმე, რამდენად ახლოს არის ის ზედაპირთან.

გარდა ჩართვის მდებარეობისა, მნიშვნელოვანიაჩართვის ტიპი. არსებობს ნახშირის შავი ჩანართები, არსებობს ბზარები, ღრუბლები, ნაჭდევები, ასევე სრულიად შეუმჩნეველი ნემსები, ამგვარადბრილიანტი შეიძლება არ იყოს უმაღლესი სიცხადის, ვთქვათ SI, (უმნიშვნელო ჩანართი - slight inclusion), მაგრამ ჩანართი ჰქონდეს იმ ტიპის, რომელიცგავლენას არ მოახდენს ბრილიანტის ვიზუალზე დაბრწყინვალებაზე, ამასთანავე ფასი მეტადხელმისაწვდომი იქნება. ხოლო მაგალითად, საუკეთესო გამჭვირვალობის ბრილიანტს VVS1 (ძალიან ძალიან მცირე ჩანართი-very very smallinclusion) შესაძლოა ჰქონდეს შავი ჩანართებიბრილიანტის საფუძველში, რომელსაც ექნებასარკისებური ეფექტი და აირეკლება ქვის მთელზედაპირზე, ამასთან ქვის ფასი იქნება საკმაოდმაღალი, ვიზუალური იერსახე კი არ იქნებასაუკეთესო.

კიდევ ერთი საინტერესო პარამეტრიაფლუორესცენცია. არსებობს სხვადასხვა ელფერის ფლუორესცენცია. თუ ის, დავუშვათ, ლურჯია (ძლიერილურჯი), მაშინ საშუალო ფერის ქვები I-დან დაწყებული, უფრო თეთრად გამოჩნდება, ხოლოპირველი ფერის ქვები, პირიქით, ასეთიფლუორესცენციის არსებობისას, მოყვითალოელფერს შეიძენენ.

ჩრდილი - ასევე ძალიან მნიშვნელოვანიპარამეტრია, ყვითელი ან ყავისფერი ჩრდილის არსებობისას, ქვა, პირველადი ფერით D (პირველი ფერი სკალაზე), გარკვეული კუთხეებით აირეკლავს შუქს და არ გამოიყურება როგორც სუფთა თეთრი. ხოლო ქვა პირველადი ფერით H (მე-5 ფერი სკალაზე) და თეთრი ჩრდილით გამოჩნდება როგორც სუფთათეთრი, ხოლო ფასი იქნება შედარებით დაბალი.

სერტიფიკატში მითითებულია მხოლოდ პირველადიფერი. ჩრდილის ნახვა შეგიძლიათ მხოლოდლაბორატორიის ვებგვერდზე ID ნომრის საშუალებით სერთიფიკატის გახსნისას. ქვემოთ მოცემულიასერთიფიკატში მითითებული ერთნაირი ფერის მქონე ქვების მაგალითი, რომელებიც განსხვავებულჩრდილებს იძლევიან:

ასევე გარეგნობაზე დიდ გავლენას ახდენსპროპორციები. ორ ქვას, რომელთაგან თითოეულიიწონის 1 კარატს, შეიძლება ჰქონდეს განსხვავებულიზომები მილიმეტრებში, იმის გამო, რომ მათი სიღრმეგანსხვავებულია. ზოგჯერ 1 კარატი შეიძლებაგამოიყურებოდეს როგორც 1,5 კარატი, მცირესიღრმის გამო. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ესკარგია, მაგრამ პროპორციების შენარჩუნებამნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას ახდენს ქვისბზინვარებაზე.

ზოგადად, ბრილიანტებს 60-ზე მეტი პარამეტრი აქვთ, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ გარეგნულ იერსახესა და ფასზე. ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთსაუკეთესო ვარიანტი თქვენი ბიუჯეტიდანგამომდინარე.