Skip to main content

ბრილიანტის 4 პარამეტრი

ქვემოთ მოცემულია, ბრილიანტის  4 C პარამეტრი:

  1. Cut          ჭრა
  2. Color      ფერი
  3. Clarity    სიწმინდე/ გამჭვირვალობა
  4. Carat weight       კარატული წონა

ბრილიანტის ჭრა

ბრილიანტის ჭრა, კვეთა , მის გასაკეთილშობილებლად, ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. რადგან კარგად  ჭრილი ბრილიანტი ირეკლავს სინათლეს და მაქსიმალურად აძლიერებს ქვის  ბრწყინვალებას.  იდეალური ფერისა და სიწმინდის ბრილიანტი, შესაძლოა არ ბრწყინავდეს იმის გამო , რომ უბრალოდ ცუდად იყოს ჭრილი.  GIA  ბრილიანტს , აფასებს შემდეგი შკალით: ,,შესანიშნავი“ ,,ძალიან კარგი“ ,,კარგი“ ,,დამაკმაყოფილებელი“ და ,,ცუდი“

სწორი ჭრის შემდეგ , ქვის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს 2-ჯერ, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება გაიზარდსო მინიმუმ 4-ჯერ, ბრწყინვალებისა და ბზინვარების გამო. ბრილიანტებს აქვთ , სინათლით ეფექტურად მანიპულირების უნიკალური უნარი .  ამ განსაკუთრებული უნარის რეალიზება და მაქსიმიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ალმასის უკიდურესად მაღალი დონის სიზუსტით ჭრითა და პოლირებით.

ბრილიანტის ჭრა შეეხება მის კუთხეებსა და პროპორციებს. სამეცნიერო ფორმულებზე დაყრდნობით, კარგად ჭრილი ბრილიანტი შიგნით გაშლია სინათლის სხივს  ერთი სარკისებრი გვერდიდან მეორეზე, გაფანტავს და არეკლავს მას  ზედა ნაწილში, სწორედ  ამას მივყავართ ბრწყინვალებამდე. ასე რომ კარგად ნაკვეთი ბრილიანტები, ხარისხის პირამიდაში იკავებენ ზედა პოზიციას, ვიდრე სიღრმისეულად ან ზედაპირულად ჭრილი ბრილიანტები.

ჭრა არის იმის განმსაზღვრელი თუ  როგორ აირეკლება ბრილიანტში შემავალი შუქი და, შესაბამისად, რამდენ ცეცხლს და ბრწყინვალებას გამოასხივებს. ზედაპირულად დამუშავებული ბრილიანტი სინათლის სხივს , თვლიდან გაპარვის საშუალებას მისცემს  , და ასარეკლად მცირე შუქს დაიტოვებს.. ზედმეტად ღმად მოჭრილი ბრილიანტიც გვერდებიდან გააპარებს სინათლის სხივებს და ისიც ასევე მოკლებული იქნება ბრწყინვალებას.

GIA ბრილიანტის შეფასების შკალა ,, შესანიშნავი“ ,,ძალიან კარგი“ ,,კარგი“ ,,დამაკმაყოფილებელი“ და ,,ცუდი“

იდეალური

იდეალურად ჭრილი ბრილიანტი, შექმნილია ბრწყინვალების მაქსიმიზაციისთვის  და, როგორც წესი, უფრო მცირე ზომის მაგიდით აქვს ამ ბრილიანტებს აქვთ დამატებითი ბენეფიტი  შექმნან ძლიერი  დისპერსია ან  „ცეცხლი “ როგორც ასეთი. იდეალურად ხარისხის ბრილიანტები ნამდვილად განკუთვნილია პოროვნებისთვის, რომელიც ბედნიერია იმის ცოდნით ,  რომ ფლობს საუკეთესოდ ჭრილ , უმაღლესი ხარისხის თვალს რისი შეძენაც კი არის შესაძლებელი. იდეალური ჭრა მხოლოდ მრგვალი ფორმის ბრილიანტებზე ვრცელდება.

საუკეთესო

ეს ჭრაც მაქსიმალური ბრწყინვალების მისაღწევადაა განკუთვნილი . საუკეთესოდ ჭრილ ბრილიანტებს აქვთ შედარებით მცირე ზომის მაგიდა, შევსებული სხივის გაფანტვის უნარით. GIA საუკეთესო და AGS 000 ქვები წარმოადგენენ  ამ კატეგორიას.  ეს კატეგორიაც მხოლოდ მრგვალ ძვირადღირებულ ბრილიანტებს აერთიანებს.

საუკეთესო კატეგორიის ბრილიანტი , ნიშნავს იმას რომ ბრილიანტს მიღწეული აქვს თავის ბრწყინვის მაქსიმუმისთვის და სრულად ირეკლავს მასში ჩაღვრილ სინათლეს. ამ კატგორიის ბრილიანტს აქვს ნათელი და ბნელი უბნები და სპეციალურად შექმნილ ოპტიკურ მოწყობილობებს, შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ კიდეების ზომები, რომელიც თავის მხრივ იქნება სიმეტრიული და შესანიშნავად პოლირებული, მეტი სიბრწყინვალისა და ციალის გამოსავლენად. თუ ეძებთ იდეალურად ჭრილ ბრილიანტს ეძებეთ საუკეთესო ხარისხის ჭრით

 

ძალიან კარგი

ამ კატეგორიის ბრილიანტები ირეკლავენ მათკენ მიმართული სინათლის დიდ ნაწილს. ბრილიანტის მჭრელებმა ცოტა გადაუხვიეს საუკეთესო კატეგორიიდან რათა მიეღოთ უფრო დიდი ზომის თვალი. ზევიდან რომ დავხედოთ , ძალიან კარგი კატეგორიის ბრილიანტს ცოტა მეტი სიმუქე აქვს ვიდრე ვისურვებდით. ზოგი კიდე არ არის ზედმიწევნით პროპორციული ან სათნადოდ პოლირებული . შეუიარაღებელი თვალისთვის ეს ისეთივე ლამაზი ბრილიანტია , ჩანართებისა და ხარვეზების გარეშე.

კარგი

ბრილიანტები , რომლებიც ირეკლავენ მათში მოხვედრილ სინათლის სხივს  მიეკუთვნებიან კატეგორიას ,,კარგი“. ესეთი ბრილიანტები იქმნებიან ,მჭრელების არჩევანის შედეგად , დაუმუშავებელი კრისტალისგან შექმნან მაქსიმალურად დიდი თვალი, ნაცვლად მვირე ზომის პრემიუმ ხარისხის ბრილიანტისა. ამ რეინჯის ბრილიანტები გვაძლევენ თანხის დაზოგვის საოცარ შესაძლებლობას კლიენტებისთვის, რომელთაც უნდათ შეიძინონ ბრილიანტი კონკრეტულ ბიუჯეტში, ხარისხზე უარის თქმის გარეშე.

ხუთი კატეგორიიდან შუა -  ,,კარგი“ , ამ კატეგორიის ბრილიანტი შორს არის იდეალურისგან , მაგრამ იგი შესაძლოა იყოს საუკეთესო არჩევანი მათთვის ვინც ეძებს რაიმე ფასეულს. ეს ბრილიანტები არ არიან ისე ჭრილი , რომ მოახდინონ თავიანთი ბრწყინვალებისა  და არეკლვის მაქსიმიზაცია. სარტყელის სისქეც შესაძლოა შორს იყოს იდეალურისგან, რაც გავლენას იქონიებს ბრილიანტის გამჭვირვალობაზე.

დამაკმაყოფილებელი

ბრილიანტი რომელიც არის დამაკმაყოფილებელ ან ცუდ კატეგორიაში მოქცეული , ირეკლავს მასში შემავალი სინათლის მხოლოდ მცირე ნაწილს. უმეტეს შემთხვევაში ამ ქვებს ყიდულობენ და გადაამუშავებენ იდეალურ ან პრემიუმ კატეგორიად. ასე რომ წონის მსხვერპლად გაღების სანაცვლოდ,  მიიღება მბრწყინავი თვალი. ბრილიანტის ჭრის შკალაში ბოლოსწინა კატეგორია არის დამაკმაყოფილებელი, ამ კატეგორიაში მოხვედრილი ბრილიანტიდან  გამოდის სინათლის დიდი ნაწილი და ამიტომაც იგი ნაკლებად მბრწყინავია , ვიდრე შესაძლოა ყოფილიყო. დიდი ზომის ბრილიანტებში , კატეგორია დამაკმაყოფილებელი თითქმის არ გვხვდება, მცირე ზომის ბრილიანტებში ( ზომით 1 კარატზე ნაკლები ) კი ეს კატეგორია ნაკლებად შესამჩნევი და შესაბამისად ნაკლებად პრობლემური შესაძლოა იყოს.

 

ცუდი

ეს გახლავთ ბრილიანტის შეფასების ყველაზე დაბალი საფეხური, ეს ნიშნავს იმას რომ დამუშავება არადამაკმაყოფილებელია რამდენიმე პარამეტრით . გაუვარჯიშებელი თვალისთვისაც კი ამ კატეგორიის ბრილიანტის იქნება ფერმკრთლი და არა მკაფიო და ბზინვარე. შესაძლოა დიმატერი იყოს არასწორი , ან კიდეები. ნებისმიერ შემთხვევაში ბრილიანტში არ არის სრულად რეალიზებული მისი პოტენციალი.

 

ბრილიანტის  დამუშავება სიღრმის მიხედვით

ბრილიანტის სიღრმის მიხედვით დამუშავება ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, მისთვის ბრწყინვალებისა და ცეცხლოვანი ციალის მისანიჭებლად.

ზედაპირული კვეთა:  ზედაპირული კვეთის დროს, ბრილიანტი უკანა მხრიდან გაატარებს სინათლის სხივს ,  შედეგად იქნება მკრთალი და არაბზინვარე.

იდეალური კვეთა :  იდეალურად ნაკვეთი ბრილიანტი ირეკლავს მასში მოხვედრილი სინათლის უდიდეს ნაწილს, საერთოდ ჭრის ხარისხი იზომება სხივის არეკვლის სიმძლავრით .ჭრის კლასიფიკაცია შესაძლოეა ესე დავალაგოთ : იდეალური , საუკეთესო,  ძალიან კარგი, კარგი, დამაკმაყოფილებელი  და ცუდი  . იდეალური და საუკეთესო ჭრა , ანთავისუფლებს ქვის მაქსიმალურ ბრწყინვალებას და მაქსიმალური ციალის პროვოცირებას ახდენს . ძალიან კარგი ,კარგი და დამაკმაყოფილებელი ბრილიანტები კარგავენ მათში შემავალი  სინათლის ნაწილს. ცუდად ნაჭრელი ბრილიანტი კარგავს სინათლის დიდ ნაწილს და ასევე შესაძლოა გარკვეული ,, მკვდარი“ ლაქებიც ფიქსირდებოდეს მასზე .

ყველა ლაბორატორიას ჭრას არ აფასებს ერთი დაიგივე პარამეტრებით.

ქვევით ცხრილში მოყვანილია სხვადასხვა ლაბორატორიის შეფასების შკალები, შეამჩნევთ რომ ზოგი შეფასება იკვეთება , მაგრამ უმაღლესი ყველა ლაბორატორიას სხვადასხვა აქვს .

GIA - სა და DCLA -ს უმაღლესი შეფასება არის  - ,,შესანიშნავი“ , HRD -მ უმაღლეს შეფასებას იანიჭა სახელი  ,,ძალიან კარგი ‘’, ხოლო AGS-მა უმაღლესი შეფასება გაყო ,,იდეალურად‘’  და  ,, შესანიშნავად ’’.

DCLA და  GIA აქვთ ერთნაირი შეფასების კატეგორიები , გარდა იმისა , რომ DCLA მეორე დაბალ კლასს მოიხსენიებს , როგორც ,,საშუალო’’ , ხოლო GIA  კი  ,, დამაკმაყოფილებელს’’ უწოდებს. AGS-ს აქვს კატეგორიების იგივე დაყოფა, რაც DCLA და GIA-ს, გამონაკლისია უმაღლესი კატეგორია ,, შესანიშნავი ’’ , რომელიც იყოფა 2 ნაწილად: ,,იდეალური ‘’ -  AGS0,  ,,შესანიშნავი’’- AGS1.

AGS - არის ერთადერთი ლაბორატორია, რომელიც შეფასების კრიტერიუმად იყენებს ,,იდეალურ’’-ს , ტერმინი ,, ბრილიანტის იდეალური ჭრა’’ ფართოდ და ძლიან ხშირად არასწორად გამოიყენება , როგორც მარკეტინგში . ასევე იუველირების და ბრილიანტით მოვაჭრეების მიერ, ჭრის სტილის აღსაწერად, რომელიც განპირობებულია პროპორციებით და არა ფაქტიური ,,იდეალური’’ შეფასებით, მინიჭებულით ლაბორატორიის მიერ. გარდა იმ შემთხვევისა თუ ბრილიანტი არ არის AGS-ის მიერ სერტიფიცირებული, AGS-ის კლასიფიკაციით ,, იდეალური ‘’ უტოლდება AGS1-ს.

ბრილიანტის ჭრის სახელმძღვანელო. 

ბრილიანტის ჭრა მიეკუთვნება მის პროპორციებს , სიმეტრიასა და პოლირებას. ეს არის 3 ძირითადი ფაქტორი , რომელიც გავლენას ახდენს ბრილიანტის სინათლის არელვის უნარზე, მეორე ტერმინი , რომელიც გამოიყენება ბრილიანტის სინათლის მახასიათებლად  არის -                          ,, ბრწყინვა ‘’ .

იდეალურიად ჭრილი ბრილიანტი  იძლევა სინათლის დიდ ნაწილის  უკუკავშირს,  ციმციმს, ცეცხლს და შთამბეჭდავ  ბზინვარებას.  ცუდად ჭრილი ბრილიანტი იწვევს სინათლის სხივების გაჟონვას ქვედა ნაწილიდან და გვერდებიდან და ამით მინიმუმადე დაყავს სინათლის სხივი, რომელსაც შეეძლო უკან  დაბრუნება , ბრილიანტის ზედა ნაწილის გავლით . ( კერძოდ კი მაგიდის ( table ) .  )

ბრილიანტის ჭრის შეფასება შესაძლებელია 3 ძირითდი პარამეტრით :

  • ბრწყინვა : ბრწყინვალება გულისხმობს სინათლის სრულ რაოდენობას , რომელიც ირეკლება ბრილიანტის მიერ. როდესაც სინათლის სხივი ეცემა ბრილიანტის ზედაპირს, მისი ნაწილი აღწევს თვალის სიღრმეში  და ნაწილი მაშინვე ბრუნდება უკან , ( ხდება არეკლვა)  , როგორც წესი გვირგვინის კიდეებიდან .
  • სცინტილიცია : სცინტილიცია გულისხმობს ნაპერწკლებს რომელსაც წარმოქმნის ბრილიანტი, სინათლის ქვეშ მოძრაობისას. ბრილიანტის , ეს ,,დისკოს ბურთის ‘’ ეფექტი, როგორც ხშირ შემთხვევაში ვუხსნით ჩვენ კლიენტებს .
  • ცეცხლი : ბრილიანტის ცეცხლი , გულისხმობს ბრილიანტის უნდარს დაიჭიროს და გაფანტოს სინათლის სხივი სხვადასხვა ფერებში , ფერთა სპექტრიდან. ბრილიანტის ცეცხლი ძირითადად ვლინდება შემდეგ ფერებში : წითელი, მწვანე, ცისფერი, თანაც სხვადასხვა ბრილიანტმა შესაძლოა აჩვენოს თითოეულის სხვადასხვა პანტონი, რაც მისი კონკრეტული მახასიათებლებიდან გამოდინარეობს.

ფორმის მიხედვით ჭრილი ბრილიანტი.

ფორმის მიხედვით ჭრილი ბრილიანტი ასახავს ქვის კონტურს, კიდეების განლაგების პატერნს. ქვა შესაძლებელი მრავალგვარი ფორმის იყოს ჭრილი: მრგვალი, პრინცესა, ზურმუხტისებრი, ოვალური, მარკიზი, მსხალი, აშერი, გასხივოსნებული გული, ბალიში , ბაგეტი, ტრილიონი და ა.შ.

ბრილიანტის ფერი:

GIA -ს  (ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტი) ფერთა გრადაციის კლასიფიკაცია იწყება D-დან , ყველაზე საუკეთესო ფერის შეფასება ( უფერული ) და ანბანის მიხედვით  გრძელდება Z-მდე , თანდათნობით ხდება სულ უფრო მეტად ყვითელი. შედარების ეტალონი ქვების ნაკრები, გვევლინება ბრილიანტის ფერის შედარების ყველაზე საიმედო მეთოდად. იგი იძლევა ბრილიანტის ზუსტი ფერის შეფასების საშუალებას. არსებობს მრავალი ფერის ბრილიანტი, ზოგი მათგანი ძალიან ძვირად ფასობს ( ვარდისფერი, ცისფერი და ყვითელიც კი ) , თუმცა თეთრ ბრილიანტში ყვითელი ტონი , ბრილიანტის ფასს ქვევით სწევს. რაც უფრო ნაკლებია მკაფიო ფერები ბრილიანტში , მით უფრო რეალურ ფერს აირეკლავს და მისი ფასიც შესაბამისად მაღალი იქნება .  

ყველა ბრილიანტს ენიჭება ფერის გრადაცია GIA -ის ( ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტი ) მიერ შემუშავებული შკალით, სპეციალურად შემუშვებულ გარემო პირობებში , სადაც აღმოფხვრილია გარემომცველი ზედაპირების ფერი და თვით სინათლის წყაროც კი. ეს საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ბრილიანტის ფერი. ხსენებულ გარემოში დაფიქსირებული , ბრილიანტის ფერის უმნიშვნელო სხვაობების აღმოჩენა ჩვეულებრივ გარემოში ,ან ძალიან ძნელია ან საერთოდ შეუძლებელი. ალმასის ინდუსტრიამ დაამკვიდრა GIA -ის ბრილიანტის ფერების შკალა და დღესდღეობით თითქმის ყოველი გაყიდვადი ბრილიანტი ფასდება ამ შკალით.  არ აქვს მნიშვნელობა GIA -ის მიერ არის სერტიფიცირებული ბრილიანტი თუ არა.

GIA აფასებს ბრილიანტის ფერს D-დან  ( უფერული ) Z-მდე ( ნათელი ფერი ).  D-დან  Z-ის ჩათვლით ყველა ბრილიანტი ითვლება თეთრად,  იმ შემთხვევაშიც კი თუ შეიცავს  სხვადასხვა ფერების, სხვადასხვა ხარისხის ინტენსივობას. ნამდვილი Fancy ფერის ბრილიანტები ( ვარდისფერი, ყვითელი და ლურჯი ) ფასდება სხვა შკალით .

ქვემოთ მოცემულია ცხრილი , სადაც აღწერილია GIA-ს ფერთა შეფასები შკალა განმარტებებით და Dimond Bourse-ს  , ( ბრილანტის ბირჟა ) დამატებითი კომენტარებით .

ბრილიანტის ფერთა შეფასების შკალა :

 

GIA -ს  (ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტი) ფერთა შეფასების დიაგრამა:

უფერული (D,E,F)

აბსოლუტურად უფერული ბრილიანტი არის ძალიან დიდი იშვიათობა. სინამდვილეში ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტებიც კი, რომლებსაც საიუველირო ნაკეთობებში იყენებენ , როგორც წესი არ არის სრულად უფერული.  ბრილიანტის ფერთა გრადაციები იწყება D-დან და გრძელდება Z-მდე. უფერული ბრილიანტების კატეგორიაა D-დან F-მდე .  თვით გამოცდილი იუველირის თვალისთვისაც კი , რომელიც გამადიდებლით არის აღჭურვილი, უფერულ ბრილიანტს არ ექნება შესამჩნევი შეფერილობა. ერთადერთი რა ფერებსაც დაინახავთ ეს იქნება , ბრილიანტის კიდეებზე არეკლილი გრადაციები. უფერული ბრილიანტი ეს უმაღლესი საფეხურია და ვინაიდან იგი დიდი იშვიათობაა , მისი ყიდვაც ძნელია .

უფერულთან ახლოს  (G,H,I,J)

ზოგი ბრილიანტი პრაქტიკულად უფერულია , მაგრამ ყურადღებით დათვალიერებისას დაჰკრავს ყვითელი ელფერი. G-დან J-მდე ბრილიანტების ყვითელი ელფერი შესამჩნევია 10-ჯერადი გადიდების შემდეგ . ხშირად, ერთადერთი გზა ფერის სხვაობის დასაფიქსირებლად არის მისი შედარება ნამდვილად, თეთრ D კატეგორიის  ბრილიანტთან. გვერდიგვერდ მოთავსების შედეგად შესაძლოა უფრო ადვილად იქნეს შესამჩნევი ბრილიანტის ფერში ნებსიმიერი ხარვეზი. უფერულთან ახლოს მდგომ ბრილიანტებს, რომლებიც კლასიფიცირდებიან როგორც I ან J, შეიძლება ჰქონდეთ ყვითელი ტონები, რომლებიც ხილული იქნება შეუიარაღებელი თვალით. ხშირად , თითქმის უფერული ბრილიანტები მშვენივრად ეხამება თეთრ ან ყვითელ ოქროს .