ჩვენს შესახებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება BiolGems-ის სილამაზისა და ფუფუნების სამყაროში.
ჩვენ წარმოვადგენთ სინგაპურის საიუველირო ქარხანას, რომელიც უკვე 15 წელია ფუნქციონირებს.
ჩვენ ვმუშაობთ წინასწარ შეკვეთებზე.
ზოგიერთი ნაკეთობის ნახვა შესაძლებელია ჩვენს შოურუმში წინასწარი ჩაწერის გზით.
შოუ რუმის მისამართია - ჭავჭავაძის გამზირი 39 ბ, მაგრამ გთხოვთ, წინასწარ მოგვწეროთ თქვენთვის კომფორტული დრო შეხვედრისთვის და დავგეგმოთ ვიზიტი, რადგან ჩვენ ვმუშაობთ თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად და შოუ რუმი ყოველდღე არაა ღია.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ხელმისაწვდომი პროდუქცია საქაღალდეში "in stock"
💎
შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია ღირებულების 50%-ის წინასწარი გადახდა, დარჩენილ 50% იხდით შეკვეთის მიღების შემდგომ.
ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ბუნებრივი ძვირფასი ქვებით. ჩვენ ვყიდულობთ ძვირფას ქვებს საბითუმო ფასებში აუქციონებზე აფრიკაში, კოლუმბიაში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზება.
თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი დიზაინის სამკაული და ჩვენ დაგიმზადებთ 18k ოქროთი ნებისმიერ ფერში. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ძვირფასი ქვა.
ჩვენ დეტალურად განვიხილავთ თქვენს შეკვეთას, თქვენთან ერთად ვარჩევთ ქვებს, გიგზავნით ქვების ვიდეოს შესათანხმებლად, ქვების არჩევის შემდგომ ვქმნით და გაჩვენებთ 3D კომპიუტერულ მოდელს, ნაკეთობის ზუსტი ზომებისა და წონის მითითებით.
ნაკეთობის დამზადების დრო დამოკიდებულია სირთულეზე და ჩვეულებრივ საჭიროებს 10-დან 40 სამუშაო დღემდე.
💎
თითოეულ ნაკეთობას თან ერთვის კონტრაქტი, საერთაშორისო ლაბორატორიის სერთიფიკატი ( GIA/IGI/ITLCJ/GRS/GATL), კომპანიის სერთიფიკატი, საგარანტიო ბარათი და ბროშურა სამკაულის მოვლის შესახებ.
☎️+995 511 777 979
Location
Georgia, Tbilisi,
Ilia Chavchavadze 39 b
Opening Hours
By appointment Contact