ბრილიანტის ანატომია
დიამეტრი: ალმასის სიგანე , რომელიც სარტყელს შორის იზომება.
მაგიდა ( table ) : ძვირფასი ქვის ფართო ზედაპირი.
გვირგვინი ( Crown ): ბრილიანტის ზედა მხარე, სარტყელიდან მაგიდამდე .
სარტყელი ( Girdle ) : გვირგვინისა და პავილიონის გადაკვეთა , რომელიც განსაზღვრავს ბრილიანტის პერიმეტრს.
პავილიონი ( Pavilion ) : ალმასის ქვედა ნაწილი, სარტყელიდან კოლეტამდე.
კულეტა (Culet ) : ბრილიანტის ძირი, იგი არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით (ფასდება როგორც ,,შეუმჩნეველი“ ან ,, მცირე“ ).
სიღრმე ( Depth) : ძვირფასი ქვის სიმაღლე , გაზომილი კოლეტადან მაგიდამდე.
ბრილიანტის ჭრა განსაზღვრავს თუ როგორ ირეკლავს ის სინათლეს და პასუხისმგებელია მის ბზინვარებასა და ბრწყინვალებაზე. ჭრა შედგება შემდეგი 3 კომპონენტისგან კომპონენტისგან :
ბრილიანტის ანატომიის ცოდნა:
მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ძირითადი ტერმინები, რომლებიც განსაზღვრავენ ალმასის ანატომიას. ტერმინები , რომლებიც მოხსენიებულია ბრილიანტის სერთიფიკატების უმეტესობაში.
- დიამეტრი: დიამეტრი არის ალმასის სიგანე , სარტყელის ერთი ბოლოდან მეორემდე. იგი გამოისახება მილიმეტრებში .
- მაგიდა არის ბრილიანტის ზედა ნაწილის ცენტრალური მხარე ,იგი გამოისახება პროცენტებში. თუ რა, პროცენტული მაჩვენებლი უკავია მაგიდის ფართობს ზედა ნაწილის წილში.
- გვირგვინი არის კუთხეების სერია, რომელიც ეშვება მაგიდიდან სარტყელამდე . გვირგვინი გამოისახება პროცენტებში ან რადიანის გრადუსში , ან ორივეთი ერთად. იგი წარმოადგენს ვარდნის დახრილობას, მაგიდიდან სარტყელამდე.
- სარტყელი: სარტყელი არის ბრილიანტის ზღვარი, იქ სადაც გვირგვინი უერთდება პავილიონს. სარტყელი გამოიხატება ტერმინებში , რომელიც ასახავს მის საშუალო სისქეს , ან სისქის დიაპაზონს, ბრილიანტის სარტყელის გარშემო.
- პავილიონი: პავილიონი არის ბრილიანტის ქვედა მხარე, რომელიც იწყება სარტყელიდან და ვრცელდება ბრილიანტის კულეტისკენ. პავილიონი გამოისახება პროცენტული ან რადიანული გრადუსით, რომელიც ასახავს პავილიონის კუთხეების დახრილობას.
- კოლეტა: კოლეტა ეს არის ბრილიანტის ქვედა ნაწილის წვერი. თუ ბრილიანტის ქვედა ნაწილში არ არის კუთხე და მთავრდება მახვილი წვეტით , გამოიხატება როგორც None, სხვა შემთხვევაში სერტიფიკატში აღწერილია კოლეტას კუთხის ზომა წვერზე.
- სიღრმე : სიღრმეში მოიაზრება ბრილიანტის საერთო სიგრძე მაგიდიდან კოლეტამდე. მრგვალ ბრილიანტებში სიღრმე გამოისახება პროცენტებში, რომელიც ასახავს ბრილიანტის სიღრმის პროპორციას საშუალო დიამეტრთან. სხვა ფორმებში კი , სიღრმე განისაზღვრება პროცენტულად , როგორც სიმაღლის პროპორცია, ბრილიანტის მოკლე მხარესთან მიმართებაში .
პროპორცია ,სიმეტრია, პოლირება და ფლუორესცენცია
ბრილიანტის პროპორცია.
იმისთვის რომ მაქსიმალიზდეს სინათლის არეკლვა და გაუმჯობესდეს ბრილიანტის ვიზუალი , მას უნდა ჰქონდეს აკურატული (ზუსტი) და ოპტიმალური პროპორციები. პავილიონის ძალიან ღრმა ან ძალიან პატარა კუთხეები გამოიწვევს შუქის დაკარგავს და ბნელი ზონების წარმოქმნას. გვირგვინის კუთხეები განსაზღვრავენ თუ როგორ შედის და გამოდის თვლიდან სინათლე , ( სხივის ტრაექტორიას ) , რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. პავილიონისა და გვირგვინის კუთხეები ერთობლივად მუშაობენ ბრილიანტის სიღრმესა და მაგიდას პროცენტულობასთან, რათა განისაზღვროს, თუ რაოდენ თვითპროპორციულია ქვა. მრგვალი ბრილიანტების იდეალურ პროპორციად ითვლება, როდესაც მაგიდა 53-დან 59%-მდეა, ხოლო სიღრმე 59-დან 62,5%-მდე მერყეობს.
ბრილიანტის სიმეტრია
სიმეტრია გვიჩვენებს თუ რაოდენ ზუსტი და თანაბარია , ბრილიანტის მრავალრიცხოვანი კიდეები. ბრილიანტის სიმეტრია გავლენას ახდენს მის ბრწყინვალებასა და ღირებულებაზე. შესანიშნავი სიმეტრია , კარგად ჭრილი და პროპორციული ბრილიანტის სილამაზესა და ბრწყინვალებას აძლიერებს.
სიმეტრიის შეფასების ცხრილი.
|
შესანიშნავი/იდეალური |
შესანიშნავი სიმეტრია ხაზს უსვამს ბრილიანტის განსაკუთრებულობასა და ბზინვარებას. ბრილიანტი არის თანაბარი პროპორციის და ყველა სახის დეფექტი შენიღბულია ისე რომ 10 ჯერადი გადიდების შემთხვევაშიც კი შეუმჩნეველია. |
|
ძალიან კარგი |
ძალიან კარგი სიმეტრია ხაზს უსვამს ბრილიანტის დიდებულებასა და ბრწყინვას. ბრილიანტის დეფექტები შეუმჩნეველია და 10 ჯერადი გადიდების შემთხვევაშიც კი ძნელად შესამჩნევი. |
|
კარგი |
ბრილიანტს კარგი დამუშავებით შენარჩუნებული აქვს სილამაზე და ბრწყინვალება, მცირეოდენი დეფექტები არის ასევე ძნელად შესამჩნევი 10 ჯერადი გადიდების შემთხვევაშიც კი. |
|
დამაკმაყოფილებელი ( Fair ) |
ასეთი სიმეტრიის მქონე ბრილიანტი სინათლის სხივს აძლევს დაკარგვის საშუალებას , ამიტომ ის ნაკლებად ბრწყინავს . მსგავსი სიმეტრიის ალმასს აქვს ჩანართები რომელიც როგორც მიკროსკოპით ასევე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. |
|
ცუდი |
ცუდი სიმეტრიის მქონე ბრილიანტში იკარგება სინათლის სხივი და აქვთ სუსტი ბზინვარება. ასეთი სიმეტრიის ქვებს ასევე აქვთ დაზიანებები, რომლებიც ადვილად ჩანს 10-ჯერადი გადიდებით და შეუიარაღებელი თვალითაც კი არის შესამჩნევია . |
ბრილიანტის გაკეთილშობილება ( პოლირება ) .
პოლირება განსაზღვრავს ბრილიანტის თითოეული კუთხის სიგლუვეს. ბრილიანტის მჭრელის ხელოვნება მდგომარეობს ბრილიანტის ფერისა და ბრწყინავლების გამოვლენაში. ხარისხიანი პოლირება , ქვას აშორებს არასასურველ ნაწიბურებს და ზრდის ბრილიანტიდან სხივის არეკვლის ინტენსივობას.
|
საუკეთესო/იდეალური |
იდეალურად დამუშავებას შეუძლია, ბრილიანტის საერთო ვიზუალის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება . იდეალური გაპრიალება ნიშნავს რომ დეფექტები ( ნაკაწრი, ნაფხაჭნი, ჩაღმავებები ) შეუმჩნეველია, როგორც 10-ჯერ გადიდების ისე, შეუიარაღებელი თვალისთვის. |
|
ძალიან კარგი |
ძალიან კარგ დამუშავებას, შეუძლია ქვის ვიზუალის გაუმჯობესება. ბრილიანტის ძალიან კარგი პოლირება ნიშნავს , რომ მას შესაძლოა ჰქონდეს უმნიშვნელო პოლირების ხაზები , რომელიც 10-ჯერ გადიდების შემთხვევაშიც კი რთულად შესამჩნევია, მაგრამ არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. |
|
კარგი
|
კარგი დამუშავება, ასევე აუმჯობესებს ბრილიანტის საბოლოო ვიზუალს. მასზე შეიმჩნევა გაპრიალების შედეგად დარჩენილი მკრთალი ხაზები, რომლებიც ძნელად შეიმჩნევა 10-ჯერ გადიდების შემთხვევაში , მაგრამ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. |
|
სუფთა |
სუფთად დამუშავებული ბრილიანტი არის ნაკლებად მბრწყინავი და შესაბამისად ნაკლებად სასურველი. მას აქვს დეფექტები რომელიც 10-ჯერ გადიდების შემთხვევაში შესამჩნევია და შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს . |
|
ცუდი |
ცუდად დამუშავებული ალმასი ფერმკრთალი და არც ისე მიმზიდველია. ცუდად გაპრიალებულ ბრილიანტს დეფექტები შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა . · ნაკაწრი: გამჭვირვალე თეთრი ხაზი თვლის ზედაპირზე · ჩაღრმავება : მცირე ჩაღრმავება ( ტვიფარი) კიდეზე ან სარტყელზე · აბრაზია ანაფხეკების ერთობლიობა კიდეებზე. · ორმო: მცირე ხვრელები, რომელებიც გამოიკვეთ დამუშვება , გაპრიალების დროს . · ხვლიკის კანი: არათანაბარი ტექსტურა · უხეში სარტყელი: სარტყელი რომელიც დარჩა გაუპრიალებელი. · დამწვრობის კვალი: მოთეთრო, კვამლივით ლაქები, რაც გამოწვეულია გასაპრიალებელი ბორბლის მაღალი ტემპერატურის გამო. |
ბრილიანტის ფლუორესცენცია
ბრილიანტის ფლუორესცენცია - ეს არის მისი განსაკუთრებული სიკაშკაშე, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას. ამ მოვლენის ახსნა . ასევე შესაძლებელია , ბრილიანტის ბუნებრივი თვისებით , ულტრაიისფერი სხივებით ზემოქმედებისას გამოსცეს რბილი, ლურჯი ნათება. ბრილიანტის ფლუორესცენციის ძიებისას უნდა გავითვალისწინოთ 2 ფაქტორი: პირველი- ფლუორესცენციის ფერი და მეორე ფლუორესცენციის სიძლიერე. თუმცა , ითვლება რომ ფლუორესცენციას შეუძლია ბრილიანტის სილამაზის, როგორც გაძლიერება ასევე შესუსტება. მაგრამ , საბოლოო ჯამში იგი არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი , ბრილიანტის შეძენის პროცესში .