Skip to main content

ბრილიანტების გზამკვლევი.

 

ბრილიანტი  სრულად შედგება ნახშირბადისგან , რომელიც დედამიწის  ერთერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია . ბრილიანტი ცნობილია როგორც  ყველაზე მყარი ნივთიერება სამყაროში ,  მას გააჩნია უნიკალური მდგრადობა სითბური დაზიანებისა და ნაკაწრების მიმართ და  მისი გაკეთილშობილება თუ პოლირება,  მხოლოდ სხვა ბრილიანტით არის შესაძლებელი . 

არ აქვს მნიშვნელობა ბრილიანტს ან ბრილიანტის სამკაულს , თქვენთვის თუ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ყიდულობთ, ზოგადად ხშირად ეს გადაწყვეტილება , გარკვეულ ემოციებზე არის დამყარებული.  როდესაც ბრილიანტს ან ბრილიანტის სამკაულს იძენთ, ახდენთ  საკმაოდ ძვირადღირებულ შენაძენს, ამიტომ სასურველია გქონდეთ ცოდნა ბრილიანტისა და მისი მახასიათებლების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია, ბრილიანტებში გასათვითცნობიერებლად, ( მის თითოელ ასპექტზე ,) აქ წარმოდგენილ გზამკვლევში.

რჩევები ბრილიანტის შეძენისას:

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ ,იყიდოთ ზუსტად ისეთი ბრილიანტი როგორსაც ეძებთ .

როდესაც ყიდულობთ მბრწყინავ  ბრილიანტს უნდა გაითვალისწინოთ 4 C მიდგომა, Cut, Color, Clarity, and Carat weight -  ჭრა, ფერი, სიწმინდე და კარატული  წონა , როგორც თქვენი გადაწყვეტილების ბაზისი ( საფუძველი ) .  4 C დაგეხმარებათ იგივე კრიტერიუმებით შეიძინოთ საუკეთესო ბრილიანტი , როგორითაც იუველირები არჩევენ მათ .

 

ბრილიანტის ჭრა

ჭრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ბრილიანტის ვიზუალის ( სილამაზის) გასაუმჯობესებლად , რადგან,  კარგად ჭრილი ბრილიანტი ირეკლავს სინათლეს და  მაქსიმალურად ზრდის ქვის ბრზინვარებას.

როდესაც  ვსაუბრობთ ბრილიანტის  ჭრაზე სიღრმის მიხედვით , იდეალური ჭრა მიჩნეულია საუკეთესო ჭრად. ვინაიდან ის ირეკლავს მასში მოხვედრილი სინათლის,  უმეტეს ან სრულ ნაწილს . ბრილიანტის ჭრა ფორმის მიხედვით , აღწერს ქვის კონტურსა და კიდეების მოწყობის ნიმუშს.  შესაძლოა შეგხვდეთ სხვადასხვა ფორმის ბრილიანტი, როგორიცაა მრგვალი, პრინცესა, გული, ოვალური, მსხალი და ა.შ. სიმეტრია და პოლირება ასევე მნიშვნელოვანია  კარგად ჭრილი ბრილიანტისთვის.  პოლირება ხაზს უსვამს  ბრილიანტის  კუთხეების სიგლუვეს  ,  ხოლო სიმეტრია ათანაბრებს მათ .

რჩევები ბრილიანტის შეძენისას , ჭრის რაკურსში.

აუცილებლად უნდა ვეძებოთ სასურველი ფორმის იდეალურად ჭრილი ქვა.   ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ არის სწორად გაპრიალებული და საუკეთესო სიმეტრიის.

ბრილიანტის ფორმა- ეს პირადი არჩევანია.  მბზინავი მრგვალი ფორმის ბრილიანტი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფორმაა, რადგან გვთვაზობს მაქსიმალურ ბრწყინვალებას.

ბრილიანტის ფერი

ბრილიანტის ფერი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია , რადგან  თითქმის ყველა შეფერილობის ბრილიანტი არსებობს.  შეუიარაღებელი თვალით, ბრილიანტები გვგონია თეთრი ფერის, მაგრამ ყველა მათგანში არის  ყვითელისა და ყავისფერის კვალი .  ფერში მცირე სხვაობამაც კი  შესაძლოა ღირებულების მნიშვნელოვანი სხვაობა გამოიწვიოს.  სრულიად უფერული ბრილიანტი გვხვდება ძალზედ იშვიათად და ითვლება ყველაზე ძვირადღირებულად, რადგან იგი დიდი ოდენობით  სინათლეს ატარებს და შესაბამისად მეტადაც ბრწყინავს.

ბრილიანტის ფერთა შკალა კლასიფიცირებულია  D-დან Z-მდე. D - უკიდურესი თეთრი და Z – უკიდურესი ყვითელი.

ასევე გვხვდება სხვადასხვა ინტენსიური ფერის ბრილიანტი: ვარდისფერი, მწვანე, ყავისფერი, წითელი, ნარინჯისფერი,  ცისფერი და ასე შემდეგ.  ეს ბრილიანტები ცნობილია როგორც Fency შეფერილობის, არის ძალიან იშვიათი და სასურველი. ინტენსიური შეფერილობის ბრილიანტი შესაძლოა ღირდეს გაცილებით მეტი ვიდრე მისი უფერული ანალოგი.

Fancy ფერის ბრილიანტების ფერთა კლასიფიკაცია იწყება Z+ -დან.

ფლუორესცენცია გარკვეულწილად ბრილიანტების უმეტესობაში გამოიყენება, მაგრამ ის შეუმჩნეველია ადამიანის თვალისთვის ჩვეულებრივი ნათების ფონზე. ფლუორესცენცია არის , როდესაც ბრილიანტი ექვემდებარება,  მაღალ ან დაბალტალღური ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას.

რჩევები ბრილიანტის შეძენისას, ფერის მიმართულებით.

საუკეთესო გზა ბრილიანტის ნამდვილი ( ზუსტი ) ფერის დასანახად არის მისი დათვალიერება თეთრ ფონზე.

მიუხედავად იმისა რომ D-F ფერის გრადაციებში მოქცეული ქვები ითვლება ყველაზე ძვირადღირებულად, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დიდებული შენაძენი და ასევე   მნიშვნელოვანი ეკონომია  G-J და K-M გრადაციებში მოქცეულ თვლების შეძენით,  რადგან მათი ფერი შეუმჩნეველია გაუვარჯიშებელი თვალისთვის , და შესაძლოა უფერული გამოჩნდეს სწორ საიუველირო გარემოში.

ჩვეულებრივ , ყვითელი მეტალი (ოქრო) , უფერო ბრილიანტში მალავს ფერის კვალს , მაშინ როდესაც თეთრი მეტალი ( პლატინა, თეთრი ოქრო, ვერცხლი ) აძლიერებს მას.

Fancy ფერის  ბრილიანტის შეძენისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მისი ძირითადი ფერის ინტენსივობას.

სუსტი და საშუალო ფლუორესცენცია იშვიათად ახდენს გავლენას ბრილიანტის ვიზუალზე.

ბრილიანტის სიწმინდე

  • ტერმინი - სიწმინდე გამოიყენება ბრილიანტის შიგნით და ზედაპირზე ხარვეზების არარსებობის ან არსებობის აღსაწერად.
  • თვლის შიდა ხარვეზებს უწოდებენ ჩანართებს . ჩანართების ყველაზე გავრცელებული ტიპებია: კრისტალები, ნემსები, ბუმბული, ღრუები, კვანძები და ასე შემდეგ. როდესაც ეს ხარვეზები წარმოქმნილია  ზედაპირზე მათ ეწოდებათ ლაქები  , ლაქების გავრცელებული ტიპებია: გაპრიალების კვალი, ნატურალუი, ნაკაწრები, ნაფხაჭნები, ორმოები და ასე შემდეგ.
  • ალმასის სიწმინდე ემყარება დასრულებულ/გაკეთილშობიებულ ქვაზე არსებული ნაკლოვანებების რაოდენობას, ზომას , ხასიათსა და მდებარეობას. ალმასის სიწმინდე გავლენას ახდენს მის სილამაზესა და ღირებულებაზე.
  • მაღალი გამჭვირვალობის მქონე ალმასი უფრო ფასეულია ვიდრე ჩანართების მქონე, რადგან იგი ნაკლებად ბრწყინავს, რამდენადაც ჩანართები ხელს უშლიან სინათლის სხივის გატარებას მათ შორის.

რჩევები, ბრილიანტის შეძენისას , სიწმინდის მიხედვით .

  • ბრილიანტის შეძენისას, გამჭვირვალობის ასპექტში , შესაძლოა წახვიდეთ კომპრომისზე, რადგან ბრილიანტების უმეტესობა შეიცავს ხარვეზებს რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. აირჩიეთ ბრილიანტი რომლის ნაკლოვანებებიც თვლის სიღრმეშია  ჩამალული ან  დაფარულია სამაგრებითა თუ ჩარჩოთი.
  • ბრილიანტის ჩანართების გამოსაკვლევად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროსკოპის საიუველირო  10-ჯერადი გადიდების ლუპა .
  • F ( უნაკლო ) და IF ( შინაგანად უნაკლო ) იშვიათი და ულამაზესი ბრილიანტებია განსაკუთრებულად მაღალი ფასით . VVS1 დ  VVS2 სიცხადის კლასით , შესანიშნავი ხარისხის ბრილიანტია. VS1-  VS2 და  SI1-SI2  ასევე შესანიშნავი არჩევანია , რადგან ამ კლასის ხარვეზები შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს და არც ისეთი ძვირადღირებულია.

ბრილიანტის კარატული წონა .

  • ტერმინი „კარატი“ აღნიშნავს ალმასის წონას. 1 კარატი უდრის 0,2 გრამს ან 1/142 უნციას.
  • კარატი ასევე შეიძლება გაიზომოს ქულებით, და 1 კარატი უდრის 100 ქულას. ამრიგად, ¼ კარატიანი ბრილიანტი არის 25 ქულა, ხოლო ½ კარატიანი ბრილიანტი არის 50 ქულა და ასე შემდეგ.
  • ბრილიანტის ფასი , იზრდება მისი ზომის პარალელურად, ასე რომ 2 კარატიანი ბრილიანტი უფრო ძვირი ღირს ვიდრე იგივე ხარისხის , ორი 1 კარატიანი.

რჩევები ბრილიანტის შეძენისას, კარატული წონის მიხედვით.

  • თქვენი ბიუჯეტი განსაზღვრავს თუ როგორი ზომისა და კარატული წონის ბრილიანტის შეძენაა შეძლებთ .
  • უმჯობესია შეიძინოთ საშუალო ზომის ბრილიანტი , კარგი ჭრით, ფერითა და გამჭვირვალობით ვიდრე უფრო დიდი და ნაკლები ხარისხის ჭრის , ფერისა და სიწმინდის მქონე,
  • ბრილიანტის შემთხვევაში , ტერმინი კარატი ( Carat ) განსხვავდება ტერმინისგან კარატი (Karat ) , იგი გამოიყენება ოქროს დახვეწილი  სიწმინდის აღსაწერად.

ბრილიანტის სერტიფიკატები

  • ბრილიანტის სერტიფიკატი თუ ბრილიანტის შეფასების ანგარიში, არის დოკუმენტი , გაცემული დამოუკიდებელი გემოლოგიური ლაბორატორიის მიერ . შეფასების დროს ბრილიანტი გამოკვლეული, გაზომილი და დეტალურად არის შესწავლილი, ბრილიანტის გამოცდილი შემფასებლების მიერ, სხვადასხვა გემოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით და შეიცავს მახასიათებლებს , როგორც სერტიფიკატში ან ანგარიშში უნდა იყოს მითითებული.
  • ცნობილია მრავალი, მაღალი რეპუტაციის მქონე ლაბორატორია , სადაც ხდება ბრილიანტების სერტიფიცირება, ისინი განთქმულია თანმიმდევრული და მიუკერძოებელი მიდგომებით . მაგალითად ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტი GIA და ამერიკის ძვირფასი ქვების საზოგადოება

ბრილიანტის შეძენა სერტიფიკატის მიხედვით .

  • ბრილიანტის შეძენისას ყოველთვის უნდა მოითხოვოთ მისი სერტიფიკატი, ეს შესაძლოა ცოტა მეტ თანხასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ საჭიროა იმის ცოდნისთვის , რომ თქვენ ნამდვილად იღებთ გადახდილი თანხის ადეკვატურ პროდუქტს.
  • სერტიფიკატი, გაძლევთ დეტალურ ინფორმაციას ქვის ფიზიკური მახასიათებლებზე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შენაძენის გაკეთებამდე  შეგიძლიათ მოახდინოთ შედარებები .
  • სერტიფიკატი, საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ქვა , გაზომვადი მახასიათებლებით .
  • თუ შემდგომში მოისურვებთ ქვის გაყიდვას , სერტიფიკატი გაგიადვილებთ ამ პროცედურას. ასევე მიიღებთ საუკეთესო ფასს.
  • იმისთვის რომ ვიყოთ დაზღვეულები, ასევე საჭიროა გქონდეთ სერტიფიკატი.

ზოგადი რჩევები ბრილიანტის ყიდვისას:

  • მიზანშეწონილია , წინასწარ განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი, და შემდეგ განიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები. ასეთ შემთხვევაში ,თქვენ საფასო დიაპაზონში, განსხვავებული კარატული წონისა და ხარისხის ბრილიანტების ფართო ასორტიმენტს მიიღებთ
  • ბრილიანტის შეძენისას ითვალისწინებთ 4 C-ს პრინციპს და შესაბამისობაში მოგყავთ თქვენ ბიუჯეტთან .
  • უპირატესობა უნდა მიანიჭოთ , ბრილიანტის ჭრას,  ფერს და კარატულ წონას   , ვიდრე მის სიწმინდეს.  ნაკლოვანებები, შეიძლება იყოს იმდენად უმნიშვნელო,  რომ მათ არ ჰქონდეთ მნიშვნელოვანი  გავლენა ალმასის ბრწყინვალებაზე, რაც თითქმის მთლიანად  ჭრისა და პროპორციების შედეგია.
  • როდესაც ყიდულობთ ბრილიანტს საყვარელი ადამიანისთვის , ყოველთვის გქონდეთ გონებაში მათი პიროვნულობა და სურვილები.
  • იუველირისგან უნდა გამოითხოვოთ ინფორმაცია ბრილიანტის წარმომავლობის შესახებ, რომ საბოლოოდ არ მოხდეს პრობლემური ბრილიანტის შეძენა.
  • ასევე უნდა ჰკითხოთ არის თუ არა ბრილიანტი დამუშავებული ხარვეზებისა და ფერის დაფარვისთვის. ესე დამუშავებული ბრილიანტი ბუნებრივზე ნაკლები ღირს .
  • ყოველთვის შეიძინეთ ბრილიანტი კარგი რეპუტაციის მქონე , ცნობილი იუველირისგან . გაითვალისწინეთ ახლობლების რეკომენდაციები ან თქვენ თავად ჩატარეთ კვლევა.
  • გაითვალისწინეთ რომ საიუველირო შოურუმები ჰალოგენური და კვარცის განათებით ატყუებს თვალს , რადგან ეს ნათება დიდი ინტენსივობით ასხივებს პროდუქტს რათ გააუმჯობესოს მისი შესახედაობა.
  • ბრილიანტის შეძენისას არ უნდა აჩქარდეთ და არ მოექცეთ ვინმეს გავლენის ქვეშ. შეძენა უნდა მოხდეს მაშინ როცა თქვენ გნებავთ , თქვენი შინაგანი ტემპის მიხედვით.

ეს რჩევები დაგეხმარებათ მეტი თავდაჯერებით  შეიძინოთ ბრილიანტი, და გახსოვდეთ , რომ ,,ბრილიანტი მუდმივია“. იგი არ უფასურდება დროთა განმავლობაში. ასე რომ დატკბით სამყარეოში ყველაზე განსაკუთრებული ნივთის შეძენით.

იპოვეთ გზები დაზოგვისთვისაც:

არ არსებობს ორი ერთნაირი ბრილიანტი, ფასთა სხვაობა , განპირობებულია ჭრის, ფერის, კარატითა და სიწმინდით.

  • აირჩიეთ 0,9 კარატიანი ქვა, ვიდრე 1 კარატი (ან 1,9 კარატი 2-ის ნაცვლად). განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ დაზოგავთ საერთო ღირებულების 20 პროცენტს.
  • თუ ფერისა და სიწმინდის მხრივ წახვალთ კომპრომისზე , თქვენ მიიღებთ დიდი ზომის ქვას. "ჩემს კლიენტებს სურთ F ფერი, უმნიშვნელო ჩანართებით, მაგრამ მალევე ხვდებიან, რომ შეუძლიათ შეამცირონ ხარისხი, უფრო დიდი ზომის თვლის  მისაღებად ან დახარჯონ ნაკლები ფული იმავე კარატულ წონაში", - ამბობს გოტლიბი.
  • აირჩიე ნაკლები სიწმინდისა და იდეალური ჭრის ქვა. როგორც ლოულერ -თრასთი ამბობს, მრავალრიცხოვანი კიდეები მალავენ ხარვეზებს. თუ თქვენ ეძებთ საფეხურებად მოჭრილ ქვას (ზურმუხტი ან აშერი),   ფერს არჩიეთ სიწმინდე.  რადგან ჭრის ამ სტილებს აქვს დიდი მაგიდა ( table) ,  რის გამოც, უმცირესი ნაკლოვანებაც კი ჩანს  შეუიარაღებელი თვალით.