Skip to main content

CVD  ბრილიანტი

ნომერ პირველი შეკითხვა რომელსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ არის - ,, არის თუ არა ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტი (ასევე მოიხსენიებენ, როგორც ადამიანის შექმნილ ან ლაბორატორიაში გამოყვანილ ბრილიანტს) ბუნებრივი?”
პასუხი არის ძალიან მარტივი: დიახ.

ერთადერთი რამ, რითიც ლაბორატორიაში გამოყვანილი ბრილიანტი განსხვავდება ბუნებრივისგან არის მისი წარმომავლობა . ლაბორატორიაში გამოყვანილი ბრილიანტი გაზრდილია ლაბორატორიაში , სადაც გამოიყენება უახლესი ტექნოლოგია , რომელიც იმეორებს ბუნებრივი ბრილიანტის ზრდის პროცესს. შედეგად ადამიანის მიერ შექმნილი ბრილიანტი, ქიმიურად, ფიზიკურად და ოპტიკურად არის ზუსტად იგივე, რაც დედამიწის წიაღში გაზრდილი ბრილიანტი.
“ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტი არ არის ყალბი. იგი ფლობს იგივე ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, რაც მიწიდან მოპოვებულ ბრილიანტს გააჩნია“ - Stephen Morisseau, ამერიკის გემოგოლოგიური უნივერსიტეტის სპიკერი და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, რომელიც კურირებს ბრილიანტის შეფასების საერთაშორისო სისტემას .
ზოგჯერ ლაბორატორიაში შექმნილ ბრილიანტს მიიიჩნევენ სინთეტიკურ ბრილიანტად. თუმცა ტერმინი ,,სინთეტიკური“ ტექნიკურად არაზუსტია , რაც შესაძლოა იყოს იმის მიზეზი, რომ ლაბორატორიაში შექმნილ ბრილიანტს ყალბს უწოდებენ.
თუ ლაბორატორიაში შექმნილ ბრილიანტს შევადარებთ ბრილიანტის პოპულარულ იმიტაციებს, ცხადი გახდება, რომ გამოყვანილი ბრილიანტი მართლაც ნამდვილია.
ლაბორატორიაში შემნილი ბრილიანტის უპირატესობები:
• ეკო მეგობრული
თითოეული კარატი ბრილიანტის მოსაპოვებლად, დაახლოებით, 100 კვადრატული ფუტი მიწის მორღვევაა საჭირო და დაახლოებით 6000 ფტ . (2722 კგ. ) მინერალი მიდის ნარჩენებში.
• ეთიკური მოპოვება

მთლიანობაში ბრილიანტის მომპოვებელი 1000 მუშიდან წლის განმავლობაში 1 იღებს დაზიანებას, მაშინ როდესაც ლაბორატორიაში გამოყვანილი ბრილიანტის შედეგი ამ მხრივ ნულის ტოლია.
• კონკურენტუნარიანი ფასი
არცერთი ბრილიანტი არ არის უფასო, მაგრამ ლაბორატორიაში შექმნილი , მყიდველამდე მისასვლელი მოკლე ჯაჭვის გამო, 20-30% -ით იაფია, ვიდრე დედამიწის წიაღში მოპოვებული ბრილიანტი.

როგორ გამოიყვანება ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტი?
სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს , თუ როგორ იქმნება ლაბორატორიაში ბრილიანტი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ ფორმირდება მოპოვებული ბრილიანტი. პროცესები აბსოლუტურად იდენტურია, უბრალოდ, ერთი ხდება ბუნებაში, ხოლო მეორე - ლაბორატორიაში.
გეოლოგები მიიჩნევენ, რომ ბრილიანტები წარმოიქმნა დედამიწის წიაღში 1-დან 3 მილიარდამდე წლის წინ, რადგან მათ ზუსტად არ იციან, როგორ მოხდა ბრილიანტის წარმოქმნა , მათ სჯერათ , რომ ეს პროცესი დაიწყო ნახშირბადით , რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 100 მლ სიღრმეში იყო განთავსებული.
ნახშირბადი ექვემდებარება სითბურ ზემოქმედებას, რომელიც აღემატება 2200 ფარენჰეიტს და ექსტრემალურ წნევას - 727 000 ფუნტი კვადრატულ დუიმზე. ვულკანური ამოფრქვევების შემდეგ კი დედამიწის ბირთვიდან გადმოინაცვლებს მის ზედაპირზე.
ლაბორატორიული ბრილიანტის გამოსაყვანად არსებობს 2 მეთოდი ( პროცესი ) , რომლებსაც ლაბორატორიები მიმართავენ: მაღალი წნევა - მაღალი ტემპერატურა ( HPHT ) და ქიმიური ორთქლის დეპონირება (CVD).
HPHT ბრილიანტები იქმნება წარმოების 3 პროცესიდან ერთ-ერთის გამოყენებით . BELT PRESS, CUBIC PRESS და გაყოფილ-სფეროსთან წნევით ( BARS ). ყველა ეს პროცესი ქმნის უკიდურესად მაღალი წნევისა და ტემპერატურის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ბრილიანტის ზრდის პროცესს.
HPHT ბრილიანტის შექმნა იწყება მცირე ბრილიანტის ნაწილაკით ( თესლით ), რომელსაც ათავსებენ ნახშირბადში. თესლი ექვემდებარება დაახლოებით 1500 გრადუს ცელსიუსით ტემპერატურის და 1.5 მილიონი ფუნტის კვადრატულ ინჩზე ზეწოლას.
სუფთა ნახშირბადი ლღვება და იწყებს ბრილიანტის ფორმირებას სასტარტო თესლის გარშემო. შემდეგ მას ფრთხილად აგრილებენ , რათა ჩამოყალიბდეს წმინდა ნახშირბადის ბრილიანტი.
CVD ბრილიანტის შექმნა იწყება ბრილიანტის თხელი ფენით, რომელიც ხშირ შემთხვევაში HPHT მეთოდით წარმოებული ბრილიანტია. ბრილიანტის თესლი თავსდება ჰერმეტულ კამერაში და ცხელდება დაახლოებით 800 გრადუს ცელსიუსამდე.
კამერა სავსეა ნახშირბადით მდიდარი აირებით , როგორიცაა მეთანი და სხვა გაზები. აირები იონიზირებულია პლაზმაში, მიკროტალღების ან ლაზერის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით . იონიზაცია არღვევს მოლეკულურ კავშირს აირებს შორის და სუფთა ნახშირბადი ეკვრის ალმასის თესლს. შემდეგ ნელნელა კრისტალიზდება.

როგორ ხდება ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტების სერტიფიცირება და შეფასება?

ლაბორატორიაში წარმოებული ბრილიანტი ფასდება და სერტიფიცირდება ზუსტად იმავე წესით, როგორითაც ბუნებაში მოპოვებული ბრილიანტი.
ბრილიანტი იგზავნება საიუველირო ლაბორატორიაში, რომელიც კონკრეტულად ბრილიანტის შეფასებაზეა სპეციალიზებული. ამ ლაბორატორიების უმეტესობა შესაფასებლად იყენებს 4 C-ს ( cut, clarity, color and carat - ყველაფერ ამაზე მოგვიანებით ) თუმცა ზოგი მათგანი საკუთარ კრიტერიუმებსაც იყენებს.
ყველაზე პოპულარული ბრილიანტის სერტიფიცირების ლაბორატორიებია :
• ამერიკის საიუველირო ინსტიტუტი GIA
• ანტვერპენის მსოფლიო ბრილიანტების ცენტრი AWDC
• ამერიკის საუიველირო საზოგადოება AGS
• საერთაშორისო საიუველირო ინსტიტუტი IGI

ბრილიანტის შეფასების პროცესი ყველა ლაბორატორიაში დაახლოებით ერთნაირია. თითოეული ბრილიანტი დამოუკიდებლად ფასდება რამდენიმე გემოლოგის მიერ. მათი ინდივიდუალური შეფასებები იკრიბება, ხდება განხილვა, გაანალიზება და საბოლოო შეფასებაზე ჩამოყალიბება .
ეს პროცესი არსებობს იმისთვის, რომ განსაზღვროს თითოეული ბრილიანტის ხარისხი მიუკერძოებლად. თუმცა, არც ისე იშვიათია, ბრილიანტმა მიიღოს განსხვავებული შეფასება არა მხოლოდ სხვა ლაბორატორიაში, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იმავე ლაბორატორიაში.
აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა და ბრილიანტის საცალო მოვაჭრეთა შორის არსებობს მრავალი განსხვავებული მოსაზრება , თუ რომელი ლაბორატორიაა ,,საუკეთესო“ , მაგრამ , მნიშვნელოვანია გვახსოვდეს , რომ ეს მოსაზრებები სუბიექტურია . თითოეულ ლაბორატორიას, ისევე, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.
ბრილიანტით მოვაჭრე ირჩევს რომელი ლაბორატორია გამოიყენოს , რადგან იმ კონკრეტულს ენდობა პატიოსან შეფასებაში. თუ ბრილიანტის სერტიფიცირება მნიშვნელოვანია თქვენთვის შენაძენის გასაკეთებლად, უნდა ჰკითხოთ თქვენ იუველირს , რომელ ლაბორატორიას მიმართავს შესაფასებლად და რატომ.
ყველაზე მეტად იუველირებს სურთ, რომ იყოთ თავდაჯერებულები თქვენ შენაძენში. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის , იმისთვის, რომ შეიძინოთ საუკეთესო ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტი თქვენი ნიშნობის ბეჭდისა თუ სხვა სამკაულისთვის.
ბრილიანტი ფასდება 4 C-ს მიხედვით: ჭრა, სიწმინდე, ფერი და კარატი. არსებითად ბრილიანტს აფასებენ თუ რაოდენ კარგად მოჭრილია, რამდენად უნაკლოა, გამჭვირვალეა და რა ზომისაა.