Skip to main content



#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

მარიამ თევზაძე – საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი,  ტურიზმის კომიტეტისა და Bioligems-ის ხელმძღვანელი

მარიამ, როგორც ვიცით, ტურიზმით იყავი დაკავებული, როგორ გაგიჩნდა იდეა, შეგექმნა საიუველირო კომპანია?

ასეა, ახლაც ვარ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი, ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი და ამავდროულად, Bioligems-ს ვხელმძღვანელობ. გულწრფელად ვიტყვი, ბიზნესის ლომის წილი აგებულია კავშირებზე. კომპანიის შექმნის იდეა ძალიან მარტივია – ერთ-ერთ საერთაშორისო სამიტზე გავიცანი ქალი, ის სინგაპურის უდიდესი საიუველირო ქარხნის ერთ-ერთი მფლობელის ცოლი აღმოჩნდა. უკრაინელია, მაგრამ უკვე დიდი ხანია სინგაპურში ცხოვრობს, ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ, რადგან დედაჩემიც უკრაინელია და გადავწყვიტეთ წარმომადგენლობის საქართველოში გახსნა.

ვმუშაობთ მხოლოდ წინასწარი შეკვეთით, არ გვაქვს მაღაზია, მაგრამ გვაქვს პატარა შოურუმი ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შესაძლებელია ჩვენი რამდენიმე ნაკეთობის ნახვა. სამუშაოს ასეთი ფორმატი, ისევე როგორც პირდაპირი კონტაქტი საბითუმო ქარხანასთან, გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასები, რადგან არ გვაქვს დამატებითი ხარჯები.

 

როგორ ხდება შეკვეთა?

შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს შოურუმში. ვმუშაობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ქვებით GIA საერთაშორისო სერტიფიკატებით, ჩვენი პროდუქციისთვის ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი მახასიათებლების მქონე ბრილიანტებს და დეტალურად ვუხსნით მყიდველს ყველა ნიუანსს, ვინაიდან, გარდა ცნობილი პარამეტრებისა – ფერი, გამჭვირვალობა, წონა, ჭრა, ბრილიანტს აქვს მრავალი დამატებითი თვისება, რაც გავლენას ახდენს ელვარებასა და ფასზე – ფლუორესცენცია, სიმეტრია, გაპრიალება, ჩართვის ტიპი და ასე შემდეგ, რაც GIA-ს სერტიფიკატებში არც არის ნახსენები. ქარხანას აქვს მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ძვირფასი და იშვიათი ქვა. ქვებს ყიდულობენ აუქციონებზე მთელ მსოფლიოში. პროდუქტის შერჩევა შესაძლებელია ჩვენი კატალოგიდან ან თქვენივე დიზაინით. ჯერ ვირჩევთ ძვირფას ქვებს, შემდეგ ვაკეთებთ და ვათანხმებთ 3D მოდელს, რის შემდეგაც ვიწყებთ წარმოებას. წარმოების ვადა შეკვეთის მიღების მომენტიდან მიღებამდე შეადგენს 15-20 დღეს, სირთულის მიხედვით. ჩვენი ერთგული მომხმარებლები ახორციელებენ შეკვეთებს ონლაინ, ისინი უკვე დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რა სურთ მათ და სრულყოფილად ვასრულებთ ჩვენს საქმეს.

ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა ონლაინსამკაულების კოლოსალური ზრდა მსოფლიო ბაზარზე: 2020 წელს სექტორის ღირებულება დაახლოებით 21 მილიარდ დოლარად შეფასდა. ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. რა თქმა უნდა, ამ ბაზრის ყველაზე დიდი წილი აშშ-ს ეკუთვნის – 22%.

ელექტრონული კომერციის პლატფორმების მეშვეობით შესყიდვების 75% ქალებმა განახორციელეს. ბრილიანტის საქორწილო ბეჭდები შეადგენს ონლაინ გაყიდული პროდუქციის 40%‑ს, დღესდღეობით მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ პერსონალიზაციის ვარიანტებს, 70%-ით მეტს, ვიდრე მზა პროდუქციის შეძენას, როგორც ოფლაინ, ისე ინტერნეტმაღაზიებში.

დაბოლოს, მხოლოდ გასულ წელს ყველა ტრანზაქციის 45% განხორციელდა მობილური მოწყობილობების გამოყენებით, რაც მოწმობს, რომ დღეს, ინტერნეტის საშუალებით ძვირფასი ქვების შეძენის საკითხში მოხერხებულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს სტატისტიკა არის საიუველირო ონლაინგაყიდვების წარმატების მძლავრი მაჩვენებელი. ეს აჩვენებს, რომ მომხმარებლები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ონლაინ ინდივიდუალიზაციის მოხერხებულობას და არა მაღაზიაში არსებულ ტრადიციულ გამოცდილებას. 2020 წელს ინდივიდუალური დიზაინის სამკაულების გაყიდვებმა შეადგინა ონლაინგაყიდვების დაახლოებით 15% და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. ეს სტატისტიკა არის ინდივიდუალური სამკაულების დიზაინის მზარდი პოპულარობის მტკიცებულება, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს პერსონალიზებულ სამკაულს. ფოტოსესიისთვის განსაკუთრებული მადლობა Biltmore Hotel-ს, შოთა რუსთაველის 29, თბილისი 0108.

 

ForbesWoman

პრემიუმ ხარისხის საიუველირო გამოცდილება – ინტერვიუ „Bioligems“-ის დამფუძნებელ მარიამ თევზაძესთან

„Bioligems“-ი ქართულ საიუველირო ბაზარზე ახალი პრემიალური კლასის ძვირფასი ქვების რითეილერი კომპანიაა, რომელიც უმაღლეს ხარისხთან და სამკაულების ექსკლუზიურ კოლექციებთან ერთად განსაკუთრებული ბიზნესმოდელით გამოირჩევა. საქართველოში სინგაპურული ბრენდის ხელმძღვანელი მარიამ თევზაძეა.

მარიამი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულია და უკვე წლებია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელია.

მიუხედავად იმისა, რომ მულტიდისციპლინალური ბიზნეს ლიდერია, აქამდე საიუველირო ნაწარმთან საქმიანი შეხება არასდროს არ ჰქონია. თუმცა 2022 წლეს სწორედ ძვირფასი ქვების ბიზნესმა გაიტაცა და საკუთარი რესურსები ამ სფეროსკენ მიმართა.

მარიამ, მოკლედ რომ გაგვაცნოთ თქვენი კომპანიის კონცეფცია.

„Bioligems“-ი სინგაპურის საიუველირო ქარხნის წარმომადგენლობაა საქართველოში. ძირითადად წინასწარ ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობთ. ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს, თუმცა ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს შოურუმი, სადაც ნებისმიერ მსურველს ჩვენი ნაკეთობების ხილვა შეუძლია. ეს ბიზნეს მოდელი, ისევე როგორც პირდაპირი კავშირი საბითუმო ქარხანასთან საგრძნობლად გვიმცირებს საოპერაციო ხარჯს, რაც  ქართულ ბაზარზე და არა მხოლოდ, კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს შოურუმში ან ონლაინ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვმუშაობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ქვებით. ყველა ჩვენი ნაკეთობა შემოწმებულია ლაბორატორიულად, აღჭურვილია საგარანტიო ბარათითა და სერტიფიცირებულია საერთაშორისო სერტიფიკატებით.

რა განასხვავებს Bioligems” სხვა საიუველირო კომპანიებისგან?

ნაკეთობებში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი მახასიათებლების მქონე ბრილიანტებს. ჩვენი კომპანიისთვის, პრემიალური ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, მომხმარებლებზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. მომხმარებლებს ნაკეთობებთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს დეტალურად ვუხსნით, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილი პარამეტრების გარდა – ფერი, გამჭვირვალობა, წონა, ჭრა; ბრილიანტს აქვს მრავალი დამატებითი მახასიათებელი, რაც გავლენას ახდენს  მათ ბზინვარებასა და ფასზე – იქნება ეს, ფლუორესცენცია, სიმეტრია, გაპრიალება, ჩანართების ტიპი თუ სხვა. აღნიშნული პარამეტრები GIA-ს სერტიფიკატებშიც კი არ არის აღნიშნული.

სინგაპურში ჩვენს ქარხანას ყველა ტიპის ძვირფასს და იშვიათ ქვებზე აქვს წვდომა. მათი შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუქციონის პრინციპით ხდება. პროდუქტის შერჩევა შესაძლებელია ჩვენი კატალოგიდან, თუმცა ასევე შესაძლებელია მომხმარებლისთვის მათი სასურველი დიზაინის ნაკეთობების დამზადებაც. საწყის ეტაპზე, ჯერ ვარჩევთ ძვირფას ქვებს, შემდეგ ვქმნით და ვათანხმებთ 3D მოდელს, რის შემდეგაც ვიწყებთ წარმოებას. წარმოების ხანგრძლივობა ნაკეთობის სირთულეზეა დამოკიდებული, თუმცა პროცესი მაინც ხანმოკლეა და შეკვეთის გაფორმებიდან მის მიღებამდე 15-25 დღეს საჭიროებს.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ბაზარზე ორწლიანი ოპერირების შედეგად, ჩვენი ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია.

მარიამ, რა პერსპექტივები აქვს საიუველირო სფეროს საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში?

ბოლო წლებში საიუველირო ონლაინ ვაჭრობის გლობალური ბაზარი ძალიან გაიზარდა. 2020 წელს სექტორის ღირებულება დაახლოებით 21 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 39 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. მხოლოდ გასულ წელს, ტრანზაქციების 45%-ი მობილური მოწყობილობების საშუალებით შესრულდა. ჩვენი დაკვირვებითაც, ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება საქართველოშიც, რაც ადასტურებს, რომ ძვირფასი ქვების ონლაინ გაყიდვების ოპტიმიზაცია და განვითარება იქნება ეს საქართველო თუ მსოფლიოს სხვა ბაზრები, მნიშვნელოვანია.  

ეს სტატისტიკა საიუველირო ონლაინ გაყიდვების წარმატების მკაფიო ინდიკატორია. მომხმარებლები ფიზიკურ მაღაზიებს სულ უფრო ნაკლებად სტუმრობენ და უპირატესობას   ონლაინ ვაჭრობას ანიჭებენ. ჩვენი კომპანიისთვის, ბაზრის განვითარების ეს სცენარი ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რადგან ის აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენს ბიზნესს მოდელთან.

მარიამ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებზე ბევრს არ ვსაუბრობ. არსებობს ასეთი ანდაზა – თუ გინდა ღმერთი გააცინო, მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ. ჩემი გეგმები, რა თქმა უნდა, უკავშირდება “Bioligems”-ის განვითარებას, გაფართოებას და მის საზღვრებს გარეთ გატანას, დეტალებს კი უახლოეს მომავალში გაიგებთ.


BioliGems-ის ელეგანტურობის სამყარო

მოდით, ფუფუნების, ელეგანტურობისა და უშრეტი სილამაზის სამყაროში ვიმოგზაუროთ. განსაკუთრებული შტრიხი, დეტალი, რომელიც სრულყოფილი სტილისთვის უმნიშვნელოვანესია, არის სამკაული. ლეგენდარული ელიზაბეთ ტეილორი ამბობდა: „სამკაულს, ამ პატარა ძვირფას დეტალს, აქვს ძალა, თავი უნიკალურად გაგრძნობინოთ“.

ახლა სწორედ ასეთ, უნიკალურ და ძვირფას სამკაულებზე გიამბობთ.


BioliGems სინგაპურის უმსხვილესი საიუველირო ქარხნის წარმომადგენლობაა საქართველოში. ქარხანა სინგაპურში 2003 წელს დაარსდა და უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბაზარზეცაა. აქამდე იგი საქართველოში ონლაინ შეკვეთებზე მუშაობდა, ახლა კი თბილისში ბუტიკიც გაიხსნა. BioliGems-ის მისია შთაგონებულია კომპანიის სლოგანით _ „Your Precious Emotions“. სწორედ ამიტომ, კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მისია ადამიანებისთვის ბედნიერებისა და სიხარულის ემოციების მინიჭებაა სამკაულების მეშვეობით.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა გამოსცადოს ჩვენი შემოქმედების სილამაზე, – ამბობენ BioliGems-ში. კომპანიის შესახებ უფრო დეტალურად მისი დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი მარიამ თევზაძე გვიამბობს:


მარიამ, თქვენი კომპანია BioliGems უკვე საკმაოდ ცნობილია, მის მომხმარებლებს შორის არიან ვარსკვლავები, ბიზნესმენები, ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები. უამბეთ ჩვენს მკითხველს, რა ხდის თქვენს კომპანიას ინდუსტრიის ლიდერად?

BioliGems მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საიუველირო ქარხანაა. ქარხანა ძვირფას ქვებს და ოქროს აუქციონიდან ყიდულობს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდე დაგვყავს შრომითი ხარჯები და იდეალური ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებთ. ეს ფაქტორები საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და საუკეთესო ფასი. მათ საშუალება აქვთ აირჩიონ ნებისმიერი, თუნდაც უიშვიათესი ქვა. მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, მათთან ერთად ვირჩევთ და ვქმნით დიზაინს. ვპოულობთ ზუსტად იმ ქვას, რომელიც მომხმარებელს სურს, ვქმნით 3D მოდელს, ვათანხმებთ ყველა დეტალს და ვიწყებთ წარმოებას. მომხმარებელი იღებს ყველა საჭირო დოკუმენტს, ხელშეკრულებას, ლაბორატორიისა და კომპანიის სერტიფიკატს, საგარანტიო ბარათს.

BioliGems-ის ქარხანას არაერთხელ აქვს მოგებული ცნობილი, ლუქს ბრენდების ტენდერები და შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ საცალო ვაჭრობასთან პრივილეგია მხოლოდ ჩვენ გვაქვს. მაღალი მოთხოვნის გამო დავამატეთ პროდუქტები CVD ბრილიანტებით. CVD ბრილიანტებს ასევე ახლავს საერთაშორისო ლაბორატორიული სერტიფიკატები _ IGI / GIA.

ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ და მომხმარებელი CVD ბრილიანტის ნაცვლად მოასანიტს ყიდულობს, ხოლო ბუნებრივი ბრილიანტის ნაცვლად _ CVD ბრილიანტს. არის შემთხვევები, როცა სერტიფიკატებიც და ქვაზე დატანილი ლაზერული ნომერიც ყალბია. ასე რომ, თუ საეჭვოდ დაბალ ფასს ხედავთ, ფრთხილად იყავით. გვქონდა შემთხვევა, როცა მომხმარებელმა სხვაგან იყიდა ბუნებრივი ბრილიანტი GIA სერტიფიკატით და აღმოჩნდა, რომ ეს იყო დუბლიკატი CVD ბრილიანტის ხელახალი ბეჭდით. ამის დამტკიცება მხოლოდ GIA-ს ლაბორატორიაში ქვის ხელახალი გაგზავნის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რადგან ზოგჯერ თანამედროვე სკანერიც კი ვერ ასხვავებს CVD-ს ბუნებრივი ალმასისგან სპეციალური აღჭურვილობის გარეშე.

ასევე იყო მახასიათებლების ჩანაცვლების შემთხვევა, ანუ მათ გაყიდეს ალმასი GIA სერტიფიკატით, როგორც D/VVS (რაც ნიშნავს ფერს და სიცხადეს), მაგრამ რეალურად ბრილიანტი იყო G/VS2 და ღირდა ბევრად ნაკლები. ზოგადად, ბრილიანტებს აქვთ 60-ზე მეტი მახასიათებელი, თითოეული გავლენას ახდენს ბზინვარებასა და ფასზე. იგივე ეხება ფერად ძვირფას ქვებს. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს მომხმარებელს ყველა ნიუანსს. ამიტომ ჩვენ გირჩევთ, ძვირფასი ქვების პროდუქცია მხოლოდ სანდო კომპანიებისგან შეიძინოთ.

ძალიან საინტერესოა მარიამ, შეგიძლიათ თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბოთ?

აქამდე თბილისში ძალიან პატარა შოურუმი გვქონდა და, ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობდით. შოურუმი გვქონდა ნიუ-იორკშიც, მაგრამ კონცეფციის შეცვლა გადავწყვიტეთ და ყველა მოდელი ნიუ-იორკიდან თბილისში გადმოვიდა.     თბილისში უკვე გავხსენით ბუტიკი, სადაც კოლექციის ასზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი. ბუტიკი ასევე იმუშავებს შეკვეთებზე და ვინაიდან თითოეულ მომხმარებელთან პირადად ვმუშაობთ, გელით შამპანური, კონსულტაცია გემოლოგთან და დიზაინერთან.

და რაც შეეხება აშშ, ხომ არ აპირებთ იქ წარმოების გახსნას?

ჩვენი ქარხნის ფილიალები არის ტაილანდში, სინგაპურში, შრი-ლანკასა და ინდოეთში _ იმ ადგილებში, სადაც ქვებს მოიპოვებენ და ჭრიან. პროდუქციის წარმოება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, არ არის მომგებიანი, რადგან ძალიან მაღალია შრომის, ქირის, გადასახადების და სხვა ხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია მომხმარებლისთვის კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზება და ჩვენი მისიაა უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდება. რეპუტაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემს სახელს არ ვმალავ, ყველამ იცის, რომ მე პირადად ვარ პასუხისმგებელი ჩვენს პროდუქტებზე და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პირადად დამიკავშირდეს.